29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
"უფლებები საქართველომ" მუხთარლისთვის თბილისში გამგზავრებაზე უარის თქმის საკითხზე შსს-ს და ომბუდსმენს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველომ" აფგან მუხთარლისთვის გერმანიის თბილისში გამგზავრებაზე უარის თქმის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია კვლავ მოითხოვს 2017 წლის მაისში აფგან მუხთარლის თბილისიდან სავარაუდო გატაცების საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეთა დადგენას და დასჯას.

"უფლებები საქართველომ" დღეს აფგან მუხთარლისთვის გერმანიიდან თბილისში გამომგზავრებაზე ქართული მხარის უარის მიზეზის დასადგენად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

"უფლებები საქართველო" ეჭვქვეშ აყენებს აფგან მუხთარლისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის მართლზომიერებას და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გადაწყვეტილების განმარტებას მოითხოვს.

"უფლებები საქართველომ" დღესვე მიმართა საქართველოს სახალხო დამცველსაც და, მისი მანდატის ფარგლებში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის შექმნილ დაბრკოლებებზე რეაგირება ითხოვა.

"უფლებები საქართველო" განაგრძობს აფგან მუხთარლის ინტერესების დაცვას. ორგანიზაცია კვლავ მოითხოვს 2017 წლის მაისში აფგან მუხთარლის თბილისიდან სავარაუდო გატაცების საქმეზე სათანადო გამოძიების ჩატარებას, დამნაშავეთა დადგენას და დასჯას," - აღნიშნულია განცხადებაში.

გამომძიებელი ჟურნალისტი ბოლოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს იმყოფებოდა, როდესაც დედაქალაქის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. რამდენიმე საათში კი, ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

დღის ამბები