29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
"ქართული ოცნება" 59%​, "ნაციონალური მოძრაობა" 14% - ​Survation-ის კვლევა ხაშური-ქარელის მაჟორიტარულ ოლქში

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. 

ამჯერად, კვლევებმა კიდევ 6 მაჟორიტარული ოლქი მოიცვა: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქები.

ქარელის მაჟორიტარულ ოლქში: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას მასში? ხმები ასე გადანაწილდა:

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას -ამბობს 80%, ალბათ მივიღებ მონაწილეობას -6% 50-50-10%, არ მივიღებ მონაწილეობას -3%, არვიცი/ უარი პასუხზე -1%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას ?

ზაზა დუგლაძე (ქართული ოცნება) - 56%

ნატო ჩხეიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია) - 23%

კახა კოჟორიძე (ლელო) - 15%

ხათუნა გელაშვილი (თავისუფალი საქათველო) - 4%

ნიკა მოსიაშვილი (გირჩი) - 1%

სხვა მაჟორიტარობის კანდიდატი - 1%.

ამავე ოლქში, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს ანიჭებენ უპირატესობას ხაშურსა და ქარელში. დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას ?

ქართული ოცნება -59%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 14%

ლეიბორისტული პარტია - 6%

გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებლი - 6%

ლელო - 5%

ევროპული საქართველო - 4%

პატრიოტთა ალიანსი - 2%

გირი -1%

ერთიანი საქართველო - 1%

სხვა - 2%.

საველე სამუშაოები 2020 წლის 16-29 სექტემბერს ჩატარდა და რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით.

დღის ამბები