29 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
აჭარაში ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, ეტაპობრივად შემსუბუქდეს

აჭარაში ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, ეტაპობრივად შემსუბუქდეს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შტაბის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებულმა აკრძალვამ შეამცირა მობილობა და ეს აისახა ეპიდვითარებაზე, კერძოდ, რეგიონში გამოჯანმრთელების უფრო მეტი შემთხვევაა, ვიდრე დაინფიცირების.

მისი თქმით, ეპიდვითარება წინა დღეებთან შედარებით დასტაბილურდა და უფრო მართვადი გახდა. მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვეს, რომ გრძელდება მიზნობრივი ტესტირება და სისტემა დაუბრუნდა 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე, პასუხების მიწოდების თვალსაზრისით.

სამუშაო შტაბის სხდომას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა.

დღის ამბები