29 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
1:0 - საქართველომ ბელარუსი დაამარცხა

1:0 - მატჩი ბელარუსთან საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ანგარიშის გახსნა თორნიკე ოქრიაშვილმა 11 მეტრიანი დარტყმით მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ბელარუსი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ისტორიული შედეგი იქნება. 

პანდემიისა და კორონავირუსის რეგულაციების შესაბამისად მატჩი ცარიელ სტადიონზე მიმდინარეობდა. ქართველმა გულშემატკივრებმა გუნდს ტრიბუნებიდან ვერ უქომაგეს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიებზე ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. 

დღის ამბები