29 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
არაერთგვაროვანი შეფასებები survation-ის კვლევაზე - "ოცნება" გამარჯვებაში დარწმუნებულია, ოპოზიციაში კი სრულიად განსხვავებულ შედეგებს ელოდებიან

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation-ის კვლევას არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა პარტიებში.

"რუსთავი2"-ის დაკვეთით survation-მა საველე სამუშაოები ამჯერადაც 6 ოლქში ჩაატარა და 1810 მოქალაქე პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოკითხა. მთაწმინდა-კრწანისის, სამგორის, ნაძალადევის, ქუთაისის, მარნეული-გარდაბნის და გურჯაანი-საგარეჯო-დედოფლისწყარო-სიღნაღის ოლქებში კვლევის მიხედვით მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ, რაც სარწმუნო არ არის ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები კვლევის მეთოდოლოგიას არ ეთანხმებიან და არჩევნებზე სრულიად განსხვავებულ შედეგებს ელოდებიან.

საპარლამენტო ოპოზიციის მსგავსად, survetion-ის კვლევის შედეგებს არ იზიარებენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ოპონენტები არჩევნების დღეს ხმების განსხვავებულ გადანაწილებას ელოდებიან და ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს გამოკითხვაში ასახულ სარეიტინგო მონაცემებზე მეტი შედეგი ექნებათ.

"ქართულ ოცნება" Survation-ის კვლევის შედეგების გარეშეც გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"რუსთავი 2"-ის დაკვეთით კვლევითი ორგანიზაცია გამოკითხვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს. საველე სამუშაოები 19-იდან 27 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა და გამოიკითხა 1810 რესპოდენტი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტის სახლში. რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით შესაბამისი მაჟორიტარული ოლქების დემოგრაფიულ მაჩვენებელთან შესაბამისობაში. გამოიკითხნენ მაჟორიტარულ ოლქებში მცხოვრები 18 წელს ზემოთ მყოფი ასაკის რესპონდენტები. კვლევის მაქსიმალური ცდომილების ზღვარი 6 პროცენტია.

დღის ამბები