29 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
თბილისში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა - კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი იზრდება

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალს ნაყოფი დაეღუპა. პაციენტი კლინიკაში პირველ ოქტომბერს შეიყვანეს. დღეს აჭარაში კორონავირუსს 3 პაციენტის სიცოცხლეც ემსხვერპლა. მათი ასაკი 52-დან 84 წლამდე იყო.  

ბოლო პერიოდში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში თითქმის 2-ჯერ იცვლება. მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 672 კოვიდინფიცირებულიდან 60-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახლა საყურადღებო დედაქალაქია. ინფიცირებულთა რაოდენობა გასამმაგდა თბილისში. თემქაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ვირუსი 10 პირს დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია. 

საფრთხის ქვეშ მოსწავლეების ჯანმრთელობაც დადგა. თემქის 149-ე საჯარო სკოლაში ინფექციის გავრცელების რისკების გამო მე-6 და მე-4 ჯგუფები დაიხურა. კლასების პედაგოგები და 10-ობით მოზარდი იზოლაციაშიაკორონავირუსი დადასტურდა 52-ე საჯარო სკოლაშიც.

ვირუსის გავრცელების საფრთხეებია ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში, სადაც COVID-19-ი მე-4 კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა. 

დღის ამბები