29 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
აფეთქება სოფელ უდაბნოში - უცნობი საფრენი აპარატების წარმომავლობას ამ დრომდე იკვლევენ

სოფელ უდაბნოს მოსახლეობა უკვე 24 საათზე მეტია ცდილობს გაარკვიოს, რა გახდა დასახლებაში ძლიერი აფეთქების მიზეზი. სოფელში, სადაც 500-მდე ადამიანი ცხოვრობს, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რომელსაც ძლიერი ბიძგები და საცხოვრებელი სახლების ფანჯრების მსხვრევა მოჰყვა. მძიმე მეტალის მოწყობილობა საცხოვრებელ ადგილს რამდენიმე მეტრით ასცდა.

საქართველოში დიდი საფრთხის წინაშე კახეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა აღმოჩნდა. ძლიერი აფეთქებების ხმა 10 წუთიანი შუალედით უდაბნოს გარდა ყვარელში, სოფელ სანავარდოსთან ახლოს ისმოდა. კანდელაკების ვენახში ჩამოვარდნილმა ჭურვის მსგავსმა მოწყობილობამ 5 მეტრის რადიუსზე მცენარეები გაანადგურა. ამ დრომდე დაუდგენელი აპარატის ჩამოვარდნას იმდენად ძლიერი ეფექტი ჰქონდა, რომ წნევა დაცემის წერტილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრზე გავრცელდა.

სპეციალისტები მხოლოდ ვერსიებზე საუბრობენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ გავრცელებული ფოტოები მიანიშნებს იმ საბრძოლო საშუალებაზეც, რომელსაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტში იყენებენ. 

მომხდარიდან მეორე დღეს ორ ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი განმარტება და ისიც წერილობითი სახით არსებობს. 

დღის ამბები