29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
სახელმწიფო ინტერესები თუ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანია - დავით გარეჯის საქმე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საბაბი გახდა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, კომისიის ყოფილი წევრების დაკავება მეორე დღეა პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საბაბი გახდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

ოპოზიცია საქმეში მხოლოდ პოლიტიკურ მოტივს, რუსულ კვალსა და წინა ხელისუფლებაში მყოფი პირების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ხედავს.

მმართველი გუნდის ლიდერები აქცენტს გამოძიების ლეგიტიმურობასა და ამ გამოძიების ფარგლებში საქართველოს ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ახალი გარემოებების გამოკვეთაზე აკეთებენ.

პოლიტიკურ ძალებს დღეს პრემიერმა მთვარობის სხდომის დაწყებამდე მიმართა და გამოძიების დასრულებამდე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა დაუშვებლად მიიჩნია.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კომისიის ყოფილი წევრები: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გუშინ დააკავეს.

 

დღის ამბები