29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
შს მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი "ჯუთას" ახალი შენობა გახსნეს

საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი "ჯუთას" ახალი შენობა გაიხსნა, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების ელჩი იმყოფებოდნენ.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებაში შეერთებული შტატების მიერ გაწეული წვლილისთვის ელჩს მადლობა გადაუხადა.

ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ამერიკის არმიის უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, თავდაცვის ატაშე, და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს II ხარისხის მედლით - დააჯილდოვა. "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" მედალიონით დაჯილდოვდნენ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის პრევენციის პროგრამის მენეჯერი.

დღის ამბები