29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
ეს ამ გაჭიანურებული პროცესის ერთგვარი ლოგიკური დასასრული იყო - ეკა აღდგომელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"ფონდი ინკლუზივის" ოფისის დარბევის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება "კურიერთან" ეკა აღდგომელაშვილმა შეაფასა, რომელიც ლგბტ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი "ინკლუზივისთანადამფუძნებლი იყო. სწორედ ის და თინათინ ჯაფარიძე იყვნენ მომჩივნები აღნიშნულ საქმეში:

"პირველი ემოცია რაც იყო გამახსენდა მთელი ის სიბრაზე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში თურმე არ გამნელებია. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდით, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ეს ამ გაჭიანურებული პროცესის ერთგვარი ლოგიკური დასასრული იყო. რაც მახსოვს, იმ ოთახში ვინც იყო პოლიციელები, იქ აღმოაჩინეს რა ორგანიზაციაში იყვნენ. იმიტომ, რომ მერე დაიწყეს პლაკატების ჩამოხევა, შეურაცხმყოფელი საუბარი, დაშინება და დაშანტაჟება,"- აცხადებს ეკა აღდგომელაშვილი.

შეგახსენებთ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე "აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ", რომელიც 2009 წელს თბილისში, პოლიციის მიერ ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის, "ფონდი ინკლუზივის" ოფისის დარბევას ეხებოდა. სტრასბურგის გადაწყვეტილებით ადგილი ჰქონდა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის (მე-3) მუხლის დარღვევას, დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14) მუხლთან კავშირში. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მომჩივანთა შერცხვენა და დასჯა ლგბტ თემთან კავშირის გამო. პოლიციის ქმედებებმა მომჩივნებში გამოიწვია შიში, ტანჯვა და დაუცველობის შეგრძნება, რაც შეუსაბამო იყო მათი ღირსების პატივისცემასთან.

დღის ამბები