ბარსელონაში ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 61 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის რუმინეთის, პაკისტანისა და ნიგერიის მოქალაქეები არიან.
ოპერაციაში მონაწილეობა ასობით სამართალდამცველმა მიიღო. მათ ჩხრეკა 40-მდე საცხოვრებელ ბინაში ჩაატარეს.