29 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიდ გულიევი მიიღო. საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

საპატრიარქოს ცნობით, ელჩმა  ილია მეორეს მიღებისთვის და მის მიერ გაკეთებული სამშვიდობო მოწოდებებისთვის მადლობა გადაუხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა  ფაიდ გულიევს ელჩის რანგში საქმიანობის დაწყება მიულოცა და მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო წუხილი გამოთქვა.

კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ სომხეთის ელჩსაც შეხვდა.

დღის ამბები