29 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი თეა წულუკიანს მთავრობაში 8 წლიანი მუშაობისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თეა წულუკიანს საქართველოს მთავრობაში 8 წლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა ის მიმართულებები ჩამოთვალა, რაზეც თეა წულუკიანი მუშაობდა.

"მოგეხსნებათ, დღეს პირველი მთავრობის სხდომაა, როდესაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჩვენთან ერთად აღარ არის, მან დატოვა მთავრობის შემადგენლობა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8 წლიანი შრომისთვის საქართველოს მთავრობაში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო მისი პერსონალური წვლილი საერთოდ მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში.

ასევე მინდა, ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც თეა წულუკიანმა მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა. რაც მთავარია, მთლიანად სისტემის ჰუმანურობის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები.

გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, საქართველოში რომ გვაქვს არასრულწლოვანთა ერთ-ერთი საუკეთესო კოდექსი, თეა წულუკიანის დამსახურებაა ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები უკავშირდება თეას სახელს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ახალ სტატუსში პარლამენტში, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მისი მოღვაწეობა იქნება ასევე წარმატებული და ნაყოფიერი," - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები