29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ყველა ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ფორმატის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, კატეგორიულად მიუღებელია - გიორგი გახარია

რუსეთის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჟენევის ფორმატის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ამასთან პრემიერის თქმით, ასეთი ქმედება განსაკუთრებით მიუღებელია კოვიდპანდემიის პირობებში, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

"ჟენევა ჩვენთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფორმატი, რამეთუ ის არის ფაქტობრივად ერთადერთი ქმედითი ფორმატი. ყველა ნაბიჯი რომელიც ჟენევის ფორმატის ქმედითობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, ჩვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, განსაკუთრებით კოვიდის პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საოკუპაციო ხაზი არის ჩაკეტილი და ადამიანებს ელემენტარული სამედიცონო დახმარების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის მიღმა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ გვეძლევა. ასეთ დროს ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა სრულად მიუღებელია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები