29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ჩაერთონ დიალოგში და ითანამშრომლონ კონფლიქტურ საკითხებში"- ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩაშლის გამო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები წუხილს გამოთქვამენ.

ეუთოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "პირისპირ შეხვედრები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია".

თანათავმჯდომარეების განცხადებით, ყველა მონაწილესთან კონსულტაციები ვირტუალურ ფორმატში გაგრძელდება.

"ამ კონსულტაციების დროს კვლავ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში და ითანამშრომლონ კონფლიქტურ საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. ჟენევის დისკუსიებისადმი ყველა მონაწილის ერთგულების იმედი გვაქვს და მოვუწოდებთ ყველას, დაიწყონ მომზადება რაც შეიძლება მალე, რათა მოლაპარაკებები შედგეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობილია, რომ მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის ჩატარება 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.

დღის ამბები