29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ტარიელ ნაკაიძე სოფელ ვერნებში ადგილობრივებს შეხვდა

"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი მთიან აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში ადგილობრივებს შეხვდა.

ტარიელ ნაკაიძემ მოსახლეობის პრობლემები მოისმინა. კანდიდატის თქმით, სოფელში ეროზიული რელიეფია, რამაც შესაძლოა მეწყრული პროცესები გამოიწვიოს. ნაკაიძე მიმართავს ადგილობრივ ხელისუფლებას - ჩატარდეს სათანადო კვლევები, რათა სტიქიური მოვლენის პრევენცია მოხდეს და მოსახლეობა იყოს დაცული საფრთხისაგან.

დღის ამბები