29 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საელჩოს გახსნას საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას უწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საელჩოს გახსნას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას უწოდებს.

"სირიაში ე.წ. "აფხაზეთის საელჩოს" გახსნა აგრძელებს დამასკოს მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. სირიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა იყო და იქნება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაგმობილი," - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ ტვიტერზე გავრცელებულ განცხადებაში.

დამასკოში ე.წ. საელჩო გახსნის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.

დღის ამბები