29 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
საქართველო ყველაზე იმედისმომცემ და ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტ "რემდესივირს" 2-3 კვირაში მიიღებს - თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი პრეპარატი "რემდესევირი" და მონო-კლონური ანტისხეულები ოქტომბრის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ მათი გარანტირებული ეფექტურობა დამტკიცებული არ არის, ისინი ვირუსთან ბრძოლის ყველაზე იმედისმომცემ საშუალებად რჩებიან.

თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ "რემდესევირის" გამოყენების შედეგად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდება.

"საქართველო 2-3 კვირაში იქნება ალბათ აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ და ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტს "რემდისივირს". 

მონოპოლური ანტისხეულები კოვიდსაწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა, რომ ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, ეს დიდი პრივილეგიაა, რომ ყოფილიყო ამ მონოპოლური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში. მიმდინარეობს ონლაინ ტრენინგები, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს მონოპოლური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები