სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომვა სცადეს, ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, შემთხვევა დაახლოებით 21 საათზე მოხდა. სომხურმა მხარემ გაუშვა რაკეტა ნავთობსადენის მისამართით, რომელიც რეგიონში უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტია.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვა აზერბაიჯანულმა მხარემ აღკვეთა.