29 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
ოკუპაციას მხოლოდ პუტინი კი არ ედგა სათავეში, ჩვენმა 30 წლიანმა არასწორმა, ენატლიკინა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე - ნათელაშვილი

საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის იმპერიალუსტური ინტერესთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკის შედეგია. 

"2008 წლის რუსეთის აგრესია, ეს იყო რუსული იმპორიული ინტერესის და სტრატეგიის შედეგი. რაღაც-რაღაც საკითხებში, ჩვენმა არასწორმა პოლიტიკურმა პოზიციებმა, ხელი შეუწყეს ამას. 

რუსეთი არა მარტო ოკუპანტია, აფხაზეთი და ცხინვალი წაიღო, არამედ ოკუპანტების უფროსმა პუტინმა, საქართველოს მმართველად დანიშნა თავისი ბუღალტერი, თავისი ჯიბის ოლიგარქი. სერგო ორჯონიკიძე ხომ ღორეშადან იყო, ღორეშადან 100 კილომეტრში, ჭორვილაში დაბადებული ადეფტი, სამარცხვინი ვაიმმართველი, რომელიც ციხეში უნდა შევაგდოთ ძალიან მალე. 

ოკუპაციას მხოლოდ პუტინი კი არ ედგა სათავეში, ვიმეორებ, ჩვენმა 30 წლიანმა არასწორმა, ენატლიკინა, ცანცარა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. პუტინის ბრალია 1991 წელს გადატრიალება რომ მოაწყვეს საქართველოში, რომ დახოცეს ერთმანეთი, რუსთაველი რომ ააოხრეს, სამოქალაქო ომი რომ წამოიწყეს, ერთმანეთს ავტომატებით რომ დაერივნენ პარტიები, მაშინ პუტინი ტაქსაობდა პეტერბურგში. მტერი ყოველთვის წაგაქეზებს სისულელე გააკეთო, არ უნდა აყვე მტერს,"-განაცხადა "ღამის კურიერში" შალვა ნათლაშვილმა. 

დღის ამბები