29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
არ შემიძლია ვუყურო ქათმის დაკვლასაც კი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში დახვრეტის შესაძლებლობაზე ვიმსჯელებდი - შალვა ნათელაშვილი

"ღამის კურიერის" ეთერში "ლეიბორისტების" ლიდერს წლების წინ სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით მისი, როგორც პარლამენტის დეპუტატის პოზიცია შეახსენეს. შალვა ნათელაშვილი 1997 წლის პარლამენტში მხარს არ უჭერდა სიკვდილით დასჯის სრულად გაუქმებას და ითხოვდა, რომ 104-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაულისთვის ძალაში დარჩენილიყო სიკვდილით დასჯა. შეიცვალა თუ არა შალვა ნათელაშვილის პოზიცია წლების შემდეგ, ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა

"მე პირადად წინააღმდეგი ვარ მოკვდინების, მე არ შემიძლია ვუყურო ქათმის დაკვლასაც კი, ძალიან ცუდად მოქმედებს, მაგრამ მე არ ვარ მომხრე იმისა, რომ პოტენციური მკვლელი არ გრძნობდეს შესაძლო შედეგს ქმედებისათვის. კანონში სანქციას - უვადოს, სიკვდილით დასჯას აქვს გამაფრთხილებელი ხასიათი, ანუ დამნაშავე სანამ ჩაიდენს დანაშაულს კანონებს სწავლობს,"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და მაგალითად თბილისში შვილის მიერ მოხუცი დედის მკვლელობის და ქალის მიერ ქმარ-შვილის მკვლელობის შემთხვევები მოიყვანა და განაცხადა, რომ ის რომ მოსამართლე ყოფილიყო, დამნაშავის დახვრეტის შესაძლებლობაზეც იმსჯელებდა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, ის მომხრეა, რომ პედოფილები ფიზიკური კასტრაციით დაისაჯონ.

დღის ამბები