29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ეს არის ქალებით ვაჭრობა, შეურაცხყოფა... - შალვა ნათელაშვილი გენდერული კვოტირების შესახებ

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კანონპროექტს პარტიულ სიაში გენდერული კვოტირების შესახებ ქალებით ვაჭრობა უწოდა. მისი შეფასებით, სწორედ ის, ვინც ეს კანონპროექტი შეიმუშავა, იყო დისკრიმინაციული ქალების მიმართ.

"ამ ნიშნით ყოფს ის კანონმდებელი, რომელმაც სქესობრივი ნიშნის მიხედვით გადაწყვიტა პარტიულ სიებში კვოტირება, რომ ორი ქალი მაინც უნდა იყოს, ხოლო თუ სამი ქალია, უკვე ფულს გაძლევენ. ეს არის მონათვაჭრობა, შეურაცხყოფა.

სქესი სასქესო ორგანოთი ირკვევა. ტვინი რა არის თავში, იმის მიხედვით უნდა ჩავწეროთ სიაში და არა იმით, რა სქესისაა. პასუხისგებაშია მისაცემი ასეთი კანონმდებელი. იქნებ 10 ქალი მყავს გენიოსი და არ მინდა არც ერთი კაცის ჩაწერა, რატომ მიკრძალავ. ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის კანონი დამისახელეთ, რომ ასეთ სისულელეს ვინმე წერდეს.

ქალი და კაცი პოლიტიკაში არანაირ გაყოფაში არ არიან, პრობლემა ერთია ქალისთვის, კაცისთვის, ბავშვისთვის, მოხუცისთვის, იმ პრობლემას უნდა გადაწყვეტა და კვოტირება სქესობრივი ნიშნით არის შეურაცხყოფა საქალეთის, სადაც მე-12 საუკუნეში მეფედ ქალი გვყავდა.

"ღამის კურიერის" ​კითხვაზე, იცის თუ არა რამდენი ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი მიმდინარე წელს, შალვა ნათელაშვილმა კითხვითვე უპასუხა - " რამდენი კაცი გახდა ძალადობის მსხვერპლი?" 

პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებაში ქალების შესახებ მავნებლური სტიგმები არ არსებობს. 

"რამდენი კაცია ძალადობის მსხვერპლი? საზოგადოება თანაბრად ხდება მსხვერპლი ყველა უბედურების, რაც გვჭირს და რატომ ვყოფთ სქესობრივი ნიშნით.

ამას უნდა ვებრძოლოთ პოლიტიკურად და არა სქესობრივი კვოტირების მიღებით. რადგან გუგული მაღრაძე და ენძელა მაჭავარიანი ზის პარლამენტში, ქალებმა გაიხარეს და სამოთხე დაუდგათ? თან, თუ სამ ქალბატონს ჩაწერ ათეულში, იღებ დიდ დაფინანსებას. ფაქტობრივად ქალებით ვაჭრობაა,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები