29 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
რა გავაკეთეთ ისეთი დანაშაული, რა ჩავიდინეთ ისეთი ცოდვა, რომ ვერაფრით ვეღარ მივიღეთ ამნისტია - შალვა ნათელაშვილი პარლამენტში აღებულ სარგოზე

BBC-ში რომ მუშაობდი, კარის კაცი ხომ არ იყავი, არ გასწავლეს როგორ უნდა გახსნა რესპონდენტი - "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის გაღიზიანება, "ღამის კურიერის" წამყვანის კითხვამ, მე-9 მოწვევის პარლამენტში, ბოიკოტისას, 2016 წლიდან დღემდე აღებულმა 200 000 ლარის ოდენობით ხელფასმა გამოიწვია.

"მუშაობა 1975 წელს დავიწყე, იქიდან რომ დაიწყოთ დათვლა, მილიონები გამოვა, ამირტომ ობიექტურობისთვის დათვალეთ 75 წლიდან. საპარლამენტო აქტივობას ვეწეოდით ხალხში და სხდომებზე გამოცხადებული გვქონდა ბოიკოტი.

BBC-ში რომ მუშაობდი, კარის კაცი ხომ არ იყავი, არ გასწავლეს როგორ უნდა გახსნა რესპონდენტი? ლარი კინგი, ფილ დონართი ხომ გაგიგია, კეთილგანწყობილი უნდა იყო რესპონდენტის მიმართ და უფრო მეტს გაიგებთ.

ერთი წელია, საქართელოს საპარლამენტო ოპოზიცია, არ დადის სხდომებზე. ხელფასს ხომ იღებენ კაცო? მსოფლიოში დეპუტატები აცხადებენ ბოიკოტებს, სხვა საქმიანობას ეწევიან, გარეთ ამომორჩევლებთან, იბრძვიან აქციები, მიტინგები, ხელისუფლების ჩამომხობის აქტიური ნაბიჯები, მაგრამ არ შედიან სხდომებზე, პოლიტიკური მოტივაციით.

რა გავაკეთეთ ისეთი დანაშაული, რა ჩავიდინეთ ისეთი ცოდვა, რომ ვერაფრით ვეღარ მივიღეთ ამინისტია,"- განაცხადა "ღამის კურიერში" შალვა ნათლაშვილმა. 

საქართველოს პირველმა ლეიბორისტმა გადაცემაში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, ის საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაიერთვება. 

 

დღის ამბები