29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
მომწამვლელი ბიჟუტერია საქართველოში - ტოქსიკოლოგები კვლევის შედეგებს საგანგაშოდ მიიჩნევენ

საქართველოს ბაზარზე გამოტანილი ბიჟუტერიის ნაწილი საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მძიმე მეტალებზე კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა.

ამერიკაში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტყვიისა და კადნიუმის შემცველობაზე ამჯერად სხვადასხვა სამკაული შეამოწმეს. ნაწარმი შეძენილია როგორც ბრენდულ, ასევე არაბრენდულ მაღაზიებში. ტოქსიკოლოგები კვლევების შედეგებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. 24 სამკაულიდან საშიში ნივთიერება 7-ში აღმოჩნდა.

კადმიუმი და ტყვია ორგანიზმში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს. მძიმე ლითონები სხეულში გროვდება და სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას იწვევს. კადმიუმი ხელს უწყობს სიმსივნის წარმოშობას, ფილტვების, თირკმელებისა და ძვლების დაზიანებას. ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს, გულ-სისხლძარღვთა და რეპროდუქციულ სისტემას.

დღის ამბები