29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
რატომ არ დაელოდა მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნას - ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერის განცხადება და შეფასებები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მთლიანობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა გადამწყვეტია ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის განვითარებისათვის.

რატომ არ დაელოდა მმართველი გუნდი მის მიერვე მოთხოვნილ საბოლოო დასკვნას - პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტნიორები მან პირადად ჩააყენა საქმის კურსში, რომ არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე პარლამენტი მუშაობას ასრულებდა და ცვლილებები უნდა მიეღოთ, ვენეციის კომისია კი დროში ვერ ასწრებდა მის მომზადებას.

ოპოზიციისთვის კანონში შესწორებები მართლმსაჯულების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ კანონი სრულ თანხვედრაშია სტანდარტებთან, თუმცა, თუ ვენეციის კომისია ხარვეზებზე მაინც მიუთითებს, ამის გამოსწორების შანსი მე-10 მოწვევის პარლამენტს ექნება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესში ცვლილებები პარლამენტმა 30 სექტემბერს 83 ხმით მიიღო. კანონში ცვლილება 2 მიმართულებით შევიდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კანდიდატებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება დაეკისრა, თავად კანდიდატებს კი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა გაუჩნდათ.

დღის ამბები