29 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 კიდევ 103 ადამიანს დაუდასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 247 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 103-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობას 134 პაციენტი გადის, მათგან 127-ს COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს.  მძიმე მდგომარეობაშია 20 პირი, საშუალო სიმძიმისაა 45.

ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1868-ია. გამოჯანმრთელდა 655, გარდაცვლილია 15.

დღის ამბები