29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ინფიცირების სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას, ჯერჯერობით, ძალიან წარმატებით ვმართავთ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ძნელი სათქმელია, როდის აღარ იქნება კორონავირუსით ინფიცირება კონტროლირებადი, თუმცა ქვეყანა ამ ეტაპზე სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას წარმატებით უმკლავდება.

"ძნელი კითხვაა ძალიან. იმისი მარჟა რაოდენობრივი, რომ ვთქვათ 500-დან 600  ვმართავთ და კონტროლირებადია და როგორ იქნება 700-ზე, 900-ზე ან 1500-ზე, ეს ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ ამ სერიოზულად გაზრდილ რაოდენობას, ჯერჯერობით, ვმართავთ ძალიან წარმატებით და სრულფასოვნად. არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ტესტის, ექიმის კონსულტაციის და კლინიკაში მოთავსების გარეშე. სიკვდილიანობა არის მინიმალური," - განაცხადა ცერცვაძემ. 

დღის ამბები