29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ვახტანგ ჩიქოვანის დედა "კურიერთან" 18 ივნისის ღამის დეტალებზე საუბრობს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის დედა 18 ივნისის ღამის დეტალებზე საუბრობს. "რუსთავი 2-სთვის" მიცემულ ინტერვიუში ნინო გოგილაშვილი ამბობს, რომ თბილისში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ჩამოსულ ახალგაზრდებს მორაგბეები შეხვდნენ, რა დროსაც შეთანხმდნენ რომ მომდევნო დღეს გაარკვევდნენ მცხეთაში მომხდარი ინციდენტს. თუმცა, ნინო გოგილაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ნიკა ჟვანიას ტელეფონით არასრულწლოვანი ლ.შ დაუკავშირდა და ჟვანიას დახმარება სთხოვა.

ჟვანია, "მერსედესის" მარკის ავტომობილით  ნაძალადეველებთან ერთად მცხეთისკენ დაიძრა. მის მსგავსად, ვასილ მახარაძეც, "ტოიოტა ქამრის" მარკის ავტომობილით, ახალგაზრდებთან ერთად ნარაკვევის დასახლებაში წავიდა.  

"დახვდათ ჟვანია, რევაზიშვილი, გაგნიძე და ვასო მახარაძე. ამ დროს დაამშვიდეს, დააწყნარეს, არ ინერვიულოო, ხვალ ვნახოთ ჩვენ ეგენი და გავარკვიოთ, რა უნდოდათო. ამ დროს დარეკა ლაშა შერმადინმა, მოგვდევენ გინებ-გინებითო. ჟვანია რომ შეხედვა ვახოს, რანაირად იყო ნაცემი, იფიქრა, იგივე არ დამართნოდათ ამ ბავშვებსაც და ტატიაშვილის მანქანაში ჩაჯდა და წავიდა პირდაპირ, ვინც ისხდნენ პირდაპირ წავიდნენ ამ ბავშვების წამოსაყვანად... ხეჩოშვილიც კარგად იყო ნაცემი და კიდევ ორი ბავშვი, ქანაშვილიც კარგად ნაცემი იყო და ცუცქირიძეც,“ - ამბობს ვახტანგ ჩიქოვანის დედა, ნინო გოგილაშვილი.

დღის ამბები