29 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავის შეტანას, სინამდვილეს არ შეესაბამება - საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადება

სომხეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველო ხელს უშლის სომხეთში საწვავის შეტანას და  უარს ამბობს სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაცემაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება.

იმავე განცხადების მიხედვით, საწვავის ტრანსპორტირებისა და ჰუმანიტარული დახმარების პრობლემა სომხეთში არ არსებობს.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან.

"საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით. ამავე დროს, გთხოვთ, არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია, რადგან ეს პირდაპირ ზიანს აყენებს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს," - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში სომხეთის საელჩო აქვეყნებს. 

დღის ამბები