სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვის შედეგად, 6 ოქტომბრის დილის მონაცემებით, აზერბაიჯანის მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პროკურატურა ავრცელებს.
ამასთანავე, დაჭრილი სამოქალაქო პირების რაოდენობა 141-ია.
ასევე, გაიზარდა დანგრეული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საცხოვრებელი სახლების რაოდენობა - 63 ობიექტი და 376 საცხოვრებელი სახლი.