29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
2 წელიწადში თბილისს ექნება უმაღლესი სტანდარტის გამწვანების ზონა, ჩვენ იქ შევხვდებით - პრემიერი ივანიშვილს მადლობას უხდის

ამ წუთებში თბილისის ცენტრალური პარკის მასშტაბურ პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ჰოლანდიური კომპანია განახორციელებს.

პრეზენტაციის დაწყებამდე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მისი განაცხადებით, 2 წელიწადში თბილისს გამწვანების უმაღლესი ზონა ექნება.

"ეს ყველაფერი და გამწვანება ეკოლოგიური კომპონენტის გარდა, თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების სტილის ცვლილებას განაპირობებს. ყველანი კარგად ვხვდებით რამხელა მნიშვნელობა აქვს იმ მწვანე ზონებს, რომელიც უნდა მოეწყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მერიას წარმატებას ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ რომ პროექტი დათქმულ ვადებში იქნება მზად და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი უმაღლესი მწვანე ზონა,რომელიც 2 წელიწადში მზად იქნება. მომავალში ჩვენ იქ შევხვდებით,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მშენებლობა რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება და მის დასრულებას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს ფონდმა "ქართუმ" უსასყიდლოდ გუშინ გადასცა. მმართველ გუნდში პროექტს ქველმოქმედების უპრეცენდენტო მაგალითად მიიჩნევენ და ამტკიცებენ, რომ პროექტს არჩევნებთან კავშირი არ ავს.

დღის ამბები