29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტი საფრთხეს წარმოადგენს რეგიონის სტაბილურობისთვის.

სამი ქვეყნის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებებს მკაცრად გმობენ. სატელეფონო საუბარი შედგა სომხეთისა და რუსეთის პირველ პირებს შორის.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანთან საუბრისას კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილა და მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს საერთაშორისო სამართლისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს ამნესთი ინთერნეიშენალიც. საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, ქალაქ სტეპანკერტის დასახლებულ ზონაში კასეტური საბრძოლო მასალის კვალს მიაგნეს. საერთაშორისო კანონმდებლობით კასეტური ბომბების გამოყენება აკრძალულია.

დღის ამბები