29 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ორივე მათგანს გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდნენ.

ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 117 ინფიცირებული რჩება. 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში 192 ტესტირებულიდან კორონავირუსი 49-ს დაუდასტურდა.

საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ის 1 700-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება, მათგან 15 ადამიანი გარდაიცვალა, 604 კი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები