ყირგიზეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები.
ბიშკეკში დემონსტრანტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
მომიტინგეების ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლა მოახერხა. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ქალაქის ცენტრში ისმოდა სროლის ხმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავდა 590 ადამიანი. ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეები არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ. ყირგიზეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, 7-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. შედეგებს 12 ოპოზიციური პარტია არ აღიარებს.