29 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
​კორონავირუსის გავრცელების გამო თბილისი ცენტრალის ე.წ ოქროს ბირჟა ორი კვირით დაიკეტა

თბილისი ცენტრალში მდებარე ე.წ ოქროს ბირჟა ორი კვირით დაიკეტა. მიზეზი კორონავირუსია, რომელიც ბირჟის 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ყველა მათგანი კოვიდ კლინიკებშია გადაყვანილი.

იზოლაციაში არიან გადასულნი დაინფიცირებულთა ახლო კონტაქტები. სულ ოქროს ბირჟაზე 550-მდე პირი მუშაობს.

ასევე, COVID-19 დაუდასტურდა "სპარის" თანამშრომელსაც. ინფიცირებული covid მიმღებ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. თვითიზოლაციაში არის გადასული მასთან კონტაქტში მყოფი 10-მდე პირი.

"სპარის" მარკეტინგის დირექტორის თქმით, აღნიშნულ ობიექტს უკვე ჩაუტარდა დეზინფექცია და ფილიალმა მუშაობა ახალი შემადგენლობით განაახლა.

დღის ამბები