29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს მაყურებლის გარეშე ჩატარდება

ახალი შემთხვევების მატების და გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე,  საქართველო-ბელარუსის მატჩი 8 ოქტომბერს მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამ გადაწყვეტილებაზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დროს იმსჯელეს.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და TKT.ge-მ უკვე შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნების პროცესი დაიწყო.

 

დღის ამბები