29 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
აქცია მერიასთან - პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

თბილისის მერიასთან აქციაზე, პოლიციასთან შელაპარაკების გამო 4 ადამიანი დააკავეს.

მერიათან აქციაზე, გიორგი ვაშაძე ხელმოწერებს აგროვებდა, რომ საკანონმდებლო ინიციატივით სესხების დარეგულირების მოთხოვნით პარლამენტისთვის მიემართა.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები იმ ჯარიმის გაუქმებას ითხოვდნენ, რომელიც ხელმოწერების შესაგროვებლად დადგმული კარვების გამო დაეკისრათ.

შეკრებილები ითხოვდნენ მერიის შენობაში შესვლას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დაკავებულია პარტიის საარჩევნო სიის ერთ-ერთი ნომერი პაატა მანჯგალაძეც.

დაკავებულები სად არიან გადაყვანილები ამ ეტაპზე უცნობია, პოლიციის მანქანას , რომელსაც დაკავებულები გადაჰყავდა აქციის მონაწილეები გადაეფარნენ და მოძრაობაში ხელს უშლიდნენ.

დღის ამბები