29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ქუთაისში კორონავირუსული ინფექციით 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა  

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი ქუთაისში გარდაიცვალა - 62 წლის მამაკაცს ქუთაისში,  “კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში მკურნალობდნენ. 

ის კლინიკაში 24 სექტემბერს შევიდა და შემოსვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიდა.

პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა. 

ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

დღის ამბები