აშშ-ის კოვიდინფიცირებულმა პრეზიდენტმა საავადმყოფო ცოტა ხნით დატოვა, რომ გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს მისალმებოდა. დონალდ ტრამპი ქუჩაში ავტომობილით გავიდა.
პრეზიდენტის მოულოდნელი გასეირნება კლინიკის ექიმმა მკაცრად გააკრიტიკა.
"იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ავტომობილი არა მხოლოდ ტყვიაგამძლეა, არამედ ქიმიურ თავდასხმასაც უძლებს, მანქანაში კოვიდ-19-ის გავრცელების შანსი ძალიან მაღალია," - დაწერა "ტვიტერზე" ექიმმა ჯეიმს ფილიპსმა.
მისივე თქმით, ყველა, ვინც ტრამპთან ერთად ავტომობილში იჯდა, 14-დღიან კარანტინში უნდა მოათავსონ.