29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ქუთაისის 31-ე სკოლაში ინფექცია 2 მოსწავლეს დაუდასტურდა

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა დღეიდან მთლიანად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კოვიდ 19-ია, რომელიც ორ მოსწავლეს დაუდგინდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. დაინფიცირებულია მათი მშობელიც.

თვითიზოლაციაში გადავიდნენ დაავადებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები. მთელი სკოლის ონლაინრეჟიმში სწავლების გაგრძელების შესახებ მოსწავლეთა ნაწილს ინფორმაცია არ ჰქონდა, რის გამოც ისინი დილიდან სკოლაში მივიდნენ, თუმცა ადმინისტრაციამ ისინი სახლებში გააბრუნა.

დღის ამბები