29 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
COVID-19-ით სახელგანთქმული მოდური ბრენდის Kenzo-ს იაპონელი დამფუძნებელი კენზო ტაკადა გარდაიცვალა

COVID-19-ით გარდაიცვალა მსოფლიოში სახელგანთქმული მოდური ბრენდის Kenzo-ს იაპონელი დამფუძნებელი კენზო ტაკადა. ინფორმაციას თავად ბრენდის წარმომადგენელი ავრცელებს. კენზო ტაკადა, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი დიზაინერის გარდაცვალებას "ტვიტერზე" გამოეხმაურა პარიზის მერი. "უსაზღვრო ტალანტის დიზაინერმა მოდას საკუთარი ფერი და შუქი შემატა. პარიზი გლოვობს მას," - წერს ანნ იდალგო.

დღის ამბები