29 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
4 დაკავებული მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტებზე - გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზეც მიმდინარეობს

ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე პოლიციამ 4 პირი დააკავა. ორი "ქართული ოცნების", ორი კი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია. ბრალდება ორივე შემთხვევაში ძალადობაა. პროკურატურა გირაოს ითხოვს.

გამოძიება მიმდინარეობს ასევე მარნეულში დაპირისპირების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზეც. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ სამართალდამცველები დამნაშავეების იდენტიფიცირებას ცდილობენ, რის მერეც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება.

"ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების დაკავებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში. მხარეები ქვემო ქართლში მომხდარ ინციდენტებში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე მხარე ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.

დღის ამბები