29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
მეოთხე დღეა ხელვაჩაურში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - მაშველები ეძებენ კაცს, რომელიც მდინარემ მანქანიანად გაიტაცა

უკვე მეოთხე დღეა ხელვაჩაურში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. 14 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

უშედეგოდ გრძელდება სამაშველო სამძებრო ოპერაცია. ეძებენ კაცს, რომელიც მდინარემ მანქანიანად გაიტაცა. ავტომობილი ნახეს, თუმცა მძღოლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გადარჩა გვერდით მჯდომი მგზავრი, რომელმაც ავტომობილიდან გადახტომა მოასწრო.

უხვი ნალექი რეგიონში პირველ ოქტომბერს დაფიქსირდა, რის შედეგადაც 200-მდე ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სოფელ ჯოჭოში ბუნებრივ კატასტროფას მსხვერპლიც მოჰყვა. დაიღუპა 5 ადამიანი.

დღის ამბები