ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ მატანში მოხდა. "ოპელის" მარკის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ სამარშუტო ტაქსს შეეჯახა.
შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი მანქანაში მჯდომი 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი, ორმა მგზავრმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის ერთი მცირეწლოვანია, ის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.