29 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ებრაელებს როშ ჰაშანა და სუქოთი მიულოცეს

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ებრაული თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ და დღესასწაულები - როშ ჰაშანა და სუქოთი მიულოცეს.

კანდიდატები სინაგოგასთან შეკრებილ მოქალაქეებს შეხვდნენ ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე ისაურეს.  

"ეს არის ებრაული ერის ჩამოყალიებების დღესასწაული, მოვედით სინაგოგაში და შევხვდით ებრაული თემის წარმომადგენლებს. 26 საუკუნეს ითვლის ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა და ჩვენ ვალდებული ვართ, მოვუფრთხილდეთ ამ ურთიერთობას, ორივე ერის ისტორიას,"- ამბობს "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი.

"ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს, სადაც 10 ათასზე მეტი ებრაელი ცხოვრობდა. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ურთიერთობას, როგორც ქუთაისში მცხოვრებ, ასევე არაქართველ ებრაელებთან,"- აღნიშნავს "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე.

"ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ამ ქალაქს, ჩემი შვილები ამ ქალაქში იზრდებიან და მოხარული ვარ, რომ მოვიდნენ და მოგვილოცეს ეს დღესასწაული,"- ამბობს ებრაული საქველმოქმედო ფონდის დირექტორი გიგა ხოტოველი.

დღის ამბები