29 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
დონალდ ტრამპი აქტიურ საარჩევნო პროცესებში დროულად დაბრუნების იმედს გამოთქვამს

ინფიცირების მესამე დღე - დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრში რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს მხარდამჭერებს მიმართა და აქტიურ საარჩევნო პროცესებში დროულად დაბრუნების იმედი გამოთქვა.

შტატების პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მხარდამჭერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეხმაურებიან. ინდოელმა ქვიშის არტისტმა შექმნა ქვიშის კარიკატურა აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველ ლედის გამოსახულებით, წარწერით "დროულად გამოჯანმრთელდით".

ისრაელში კი სპეციალური ბანერი გამოფინეს, ქალაქ თელავივის მერიამ ამ გზით მელანია ტრამპისა და დონალდ ტრამპის მხარდაჭერა გამოხატა - თალავივის ქალაქის მერიამ ბანერზე გააკეთა წარწერა "ღმერთი გფარავდეთ დონალდ და მელანია".

შეგახსენებთ, მსოფლიოში კორონავირუსი უკვე 35 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, 8 მილიონი პაციენტი ვირუსის დამარცხებას ამ დრომდე ცდილობს.

დღის ამბები