მარნეულში დპირისპირების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ისაუბრა.
ბორცვაძის თქმით, ამ ეტაპზე სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიცირებას ცდილობენ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კონკრეტული პირების ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ, უწყება სისხლის სამართლებრივ დევნას აუცილებლად დაიწყებს.