საომარ მოქმედებებს მეზობელ ქვეყნებს შორის კიდევ 2 ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას აზერბაიჯანი ავრცელებს და მომხდარში სომხეთს ადანაშაულებს.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში სროლის და აფეთქებების ხმა ისმის სტეპანაკერტში, რომელიც არაღიარებული ყარაბაღის დედაქალაქად ითვლება.
ფაქტს ადასტურებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც. მათი ვერსიით, აზერბაიჯანული ძალები სტეპანაკერტში სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსებს რაკეტებით ბომბავენ.
უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ შედეგები მოწინააღმდეგისთვის მძიმე იქნება.
ჯერჯერობით ოფიციალურ ბაქოს სტეპანაკერტის დაბომბვის საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.