29 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ვინ გაართვა თავი ბლიც-კითხვებს და რატომ არ ისურვეს სტუმრობა ანა დოლიძემ და ლევან სამუშიამ - დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები გურამ როგავას რუბრიკაში

დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გურამ როგავას რუბრიკაში - ერთი შეხედვით მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა კანდიდატების ნაწილისთვის რთული აღმოჩნდა.

რას ჰპირდებიან კანდიდატები ამომრჩეველს, რა არის მათთვის მთავარი გამოწვევა საკუთარ საარჩევნო ოლქში და რამდენად კარგად იცნობენ ისინი რაიონს, სადაც ლიდერობისთვის იბრძვიან - ბლიც-ინტერვიუ სახალისო, თუმცა ბევრისთვის სანერვიულოც გამოდგა.

შაბათის სტუმრის ბლოკში ჩვენ კანდიდატების უმეტესობა მოვიწვიეთ, თუმცა, რამდენიმემ, შეთავაზებაზე უარი გვითხრა, მათ ბლიც-კითხვების წინასწარ გადაგზავნა მოითხოვეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოწვევის მიუხედავად, საკუთარ ხედვებზე საუბარი არ ისურვეს ანა დოლიძემ და ლევან სამუშიამ. 

გურამ როგავას რუბრიკაში ყოველ შაბათს თბილისის სხვადასხვა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უფრო ახლოს გაიცნობთ. 

დღის ამბები