29 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ჩამოყალიბდება თუ არა ზუგდიდში "მოსწავლეების კლასტერი" - ქვეყანაში ინფექციის შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, შესაძლოა ახალი - მოსწავლეების კლასტერი ჩამოყალიბდეს. კორონავირუსი დაუდასტურდა მოსწავლეს, რომელიც იზოლაციის ნაცვლად, სკოლაში დადიოდა. დირექტორს იმედი აქვს, რომ ვირუსი სხვა მოსწავლეებში არ გავრცელდება, რადგან ეს კონკრეტული კლასი დამხმარე ნაგებობაშია განთავსებული.  

კორონავირუსის დღიური მაჩვენებლით სამეგრელო მესამე ადგილზეა, ისევ ლიდერობს აჭარა. სადაც დღეს დადასტურებული 471 შემთხვევიდან 360 გამოვლინდა. რეგიონში ვირუსს ორი ადამიანი ემსხვერპლა. 61 წლის ქალი და 66 წლის მამაკაცი. ორივე მათგანს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

აჭარაში დადასტურებულ პაციენტთა შორის არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ანთაძე. სატელევიზიო მედიიდან რიგით მესამე ინფიცირებული ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელია. დილის გადაცემის წამყვანს ვირუსი გუშინ დაუდასტურდა.

დადასტურებული შემთხვევების მატების მიუხედავად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ საწოლფონდის კუთხით პრობლემები არ არის. მარინა ენდელაძის თქმით, სამნიშნა დღიური დადასტურების პარალელურად, ასევე სამნიშნაა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

 

დღის ამბები